
ხილის ატლასი
ბროწეული
დიდებული • ენერგიული • კეთილშობილი დიდებული • ძლიერი • კეთილშობილი
ხასიათი
ბროწეული საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის, ნაყოფიერების, სიმრავლის, სიმდიდრისა და ძალის სიმბოლოდ ითვლებოდა. იგი ერთდროულად აერთიანებს ენერგიას, სიღრმესა და დახვეწილობას, რაც მას ყველაზე გამორჩეულ შემოდგომის ხილად აქცევს. Dark Story-სთვის ეს არ არის უბრალოდ სეზონური ხილი — ეს არის სიმბოლო, რომელიც გემოთი და წვენით ყვება ისტორიას.
გემოს პროფილი
ტკბილ-მომჟავო • წვნიანი • ინტენსიური • ღვინისებრი
როდის და ვისთვის
შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე, პრემიუმ სელექციებისთვის და განსაკუთრებული სუფრისთვის, სადილზე და დღის განმავლობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის, სპორტსმენებისთვის, გურმანებისთვის და მათთვის, ვინც ინტენსიურ გემოებს აფასებს.
დარკ სთორის სელექციაში
Wonderful — მსოფლიოს კომერციული ეტალონი. დიდი, მუქი წითელი მარცვლებით, ინტენსიური გემოთი და მაღალი წვენიანობით. გულოშა — კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ჯიში, უფრო ტკბილი გემოთი და რბილი კურკით.
კარგი ბროწეული მხოლოდ წითელი არ არის. მთავარი ნიშანი ფერი ან ზომა კი არა, წონაა. თავის ზომასთან შედარებით მძიმე ნაყოფი მარცვლების სიუხვესა და წვნიანობაზე მიუთითებს.
უხდება
ნიგოზს • ფეტას • ნადუღს • იხვს • ცხვრის ხორცს • ფხალს
შენახვა და სიმწიფე
როგორ ამოვიცნოთ: მძიმე ნაყოფი, მკვრივი კანი, დაჭიმული ზედაპირი.
როგორ შევინახოთ: მაცივარში 1-2 თვემდე, ოთახის ტემპერატურაზე 1-2 კვირა.
პროფესიული რჩევა: ბროწეულის მარცვლები კურკიანად მიირთვით — სწორედ კურკაშია კონცენტრირებული მნიშვნელოვანი ბოჭკო და სასარგებლო ზეთების ნაწილი.
სეზონი
ოქტომბერი — იანვარი.
ბროწეული დარკ სთორის სელექციებში:
სეზონური სელექცია-https://www.darkstory.ge/products/seasonal-selection
შაბათ -კვირის სელექცია-https://www.darkstory.ge/products/shabat-kviris-selektsia


