როგორ მოქმედებს ხილი კანზე?
ხილი კანზე ორი გზით მოქმედებს — როცა მას მიიმრთვენ და როცა ის კოსმეტიკაშია.
ეს ორი გზა ერთმანეთს არ ცვლის. პირიქით, ერთმანეთს ავსებს.
მთავარი პრინციპი მარტივია - ერთი და იგივე ხილი შიგნიდან კვებავს კანს, გარედან კი იცავს და ატენიანებს.
მაგალითად, ავოკადო. როცა მას მიირთმევ, კანი მისგან ჯანსაღ ცხიმებს და E ვიტამინს იღებს. როცა ავოკადოს ზეთი კრემშია, ის კანის ზედაპირს არბილებს და ტენიანობას უნარჩუნებს. ერთი ხილი, ერთი მიზანი — ორი მხრიდან.
იგივეა ციტრუსებთან.მირთმეული ციტრუსის C ვიტამინი კოლაგენის გამომუშავებისთვისაა საჭირო, კრემში C ვიტამინი კი კანის ზედაპირს ბზინვარებას მატებს.
ამიტომ ხილი კოსმეტიკაში მხოლოდ არომატისთვის არ გამოიყენება — და არც მხოლოდ საჭმელადაა.
რატომ მუშაობს?
კანი ერთიანად მუშაობს.
შიგნიდან: ხილი კანს წყალს, C ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს აძლევს. წყალი დატენიანებას ეხმარება, C ვიტამინი — კოლაგენს, ანტიოქსიდანტები კი — ყოველდღიური დატვირთვისგან დაცვას: მზის, ჰაერის დაბინძურების, სტრესისგან.
გარედან: იგივე ინგრედიენტები კრემში, შრატსა თუ ნიღაბში კანის ზედაპირზე მოქმედებენ — ატენიანებენ, არბილებენ, ზედაპირს ასუფთავებენ.
როცა ორივე ერთადაა, კანი ორივე მხრიდან იღებს იმას, რაც სჭირდება. ამიტომ არც მხოლოდ კრემი საკმარისია და არც მხოლოდ სწორი კვება — ერთად მუშაობენ უკეთ.
მნიშვნელოვანია ერთი განსხვავებაც: მზა კოსმეტიკური საშუალება და კანზე პირდაპირ წასმული ხილი ერთნაირად არ მოქმედებს. ციტრუსის წვენმა შეიძლება კანი გააღიზიანოს და მზესთან შეხებისას რეაქცია გამოიწვიოს. ხილის ჭამა კი უსაფრთხო გზაა — ოღონდ ეფექტი ერთ დღეში არ ჩანს, ის რეგულარობით მოდის.
ერთი ხილი, ორი გზა:
ლურჯი მოცვი — შიგნიდან ანტიოქსიდანტი, კრემში ანტიოქსიდანტური ინგრედიენტი
მაყვალი / ჟოლო / მარწყვი — შიგნიდან C ვიტამინი და ანტიოქსიდანტები, კოსმეტიკაში კანის გაცოცხლებისთვის
ავოკადო — შიგნიდან ჯანსაღი ცხიმები, კრემში დამარბილებელი ზეთი
ანანასი / პაპაია — შიგნიდან ფერმენტები და ვიტამინები, კოსმეტიკაში ნაზი აქერცვლისთვის
ლიმონი / ფორთოხალი — შიგნიდან C ვიტამინი და კოლაგენის მხარდაჭერა, კოსმეტიკაში ბზინვარებისთვის — ოღონდ მხოლოდ მზა ფორმულაში, არა პირდაპირ კანზე
დარკ სთორის რჩევა
არ აირჩიო ან ეს, ან ის — აირჩიე ორივე ერთად.
აირჩიე 2–3 სახეობის ახალი ხილი და მიირთვი რეგულარულად. კოსმეტიკა შენი კანის საჭიროების მიხედვით შეარჩიე, ახალი საშუალება ჯერ მცირე უბანზე გამოსცადე და გამოყენების ინსტრუქციას მიჰყევი.
ლიმონისა და სხვა ციტრუსების წვენს სახეზე ნუ წაისვამთ. ხილის მჟავების შემცველი საშუალებების გამოყენებისას მზისგან დაცვასაც მიაქციეთ ყურადღება.
ახალი, პრემიუმ ხილი შეგიძლიათ შეუკვეთოთ დარკ სთორის სელექციებში: კენკრა, ავოკადო, ციტრუსები და სხვა პრემიუმ ხილი აქ: https://www.darkstory.ge/baskets



