შეიძლება თუ არა ხილის მიღებ წამლებთან ერთად?
უმეტეს შემთხვევაში ხილი და მედიკამენტები ერთმანეთთან თავსებადია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, რომელთა ცოდნა მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ხილი და განსაკუთრებით მისი წვენი შეიძლება გავლენას ახდენდეს წამლის შეწოვაზე ან მოქმედების სიძლიერეზე.
ყველაზე ცნობილი მაგალითია გრეიფრუტი, რომელიც გარკვეული მედიკამენტების ეფექტს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ასევე, ზოგიერთი წვენი აფერხებს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შეწოვას, ხოლო კალიუმით მდიდარი ხილი გარკვეული ჯგუფის წნევის წამლებთან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
თუ მედიკამენტს იღებთ, ყველაზე უსაფრთხო არჩევანია ის ყოველთვის ჩვეულებრივ წყალს დააყოლოთ და არა წვენს ან სხვა სასმელს.
რატომ?
ხილში შემავალმა ბუნებრივმა ნივთიერებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ ფერმენტებზე, რომლებიც ორგანიზმში მედიკამენტების გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ხილი წამლის მოქმედებას აძლიერებს, ზოგი კი პირიქით - ასუსტებს. ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა მათი ცოდნა მნიშვნელოვანია რეგულარული მედიკამენტების მიღებისას.
მედიკამენტების მეგობარი ხილი
ვაშლი
მსხალი
მარწყვი
ჟოლო
მოცვი
მაყვალი
ატამი
გარგარი
ქლიავი
დარკის რჩევა
თუ მედიკამენტს იღებთ, წამალი ყოველთვის ჩვეულებრივ წყალს დააყოლეთ.
თუ გრეიფრუტს ან მის წვენს ხშირად მიირთმევთ, გადაამოწმეთ მისი თავსებადობა თქვენს მედიკამენტთან.


