Darkstory - პრემიუმ ხილი
EN

თანხის დაბრუნებისა და პროდუქტის ჩანაცვლების პოლიტიკა

1. ზოგადი პრინციპი

1.1. Dark Story ყიდის მალფუჭებად პროდუქტს (ხილი, კენკრა, თხილეული და პრემიუმ სასაჩუქრე კალათები), შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ ქვემოთ განსაზღვრულ შემთხვევებში.

1.2. კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილება და ყველა დასაბუთებული პრეტენზიის სწრაფი გადაწყვეტა.


2. პროდუქტის ჩანაცვლება

2.1. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პროდუქტის სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლება, თუ:

  • მიწოდებული პროდუქტი დაზიანებულია;


  • პროდუქტი გაფუჭებულია;


  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას;


  • მიწოდებულია არასწორი პროდუქტი;


  • პროდუქტის ხარისხი აშკარად არ შეესაბამება Dark Story-ის სტანდარტს.


2.2. პრეტენზია უნდა დაფიქსირდეს მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.


2.3. აუცილებელია:

  • ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება;


  • შეკვეთის ნომერი;


  • პრობლემის მოკლე აღწერა.


3. თანხის სრული დაბრუნება

3.1. თანხა სრულად ბრუნდება, თუ:

  • შეკვეთა ვერ შესრულდა კომპანიის მიზეზით;


  • მიწოდებული პროდუქტი არსებითად დაზიანებულია ან გამოუსადეგარია მოხმარებისთვის;


  • ჩანაცვლება შეუძლებელია ან მომხმარებელი უარს ამბობს ჩანაცვლებაზე.


3.2. თანხა ბრუნდება იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც განხორციელდა გადახდა.

3.3. დაბრუნების ვადა:

5–10 სამუშაო დღე (ბანკის წესების შესაბამისად).


4. ნაწილობრივი თანხის დაბრუნება

4.1. ნაწილობრივი დაბრუნება შესაძლებელია, თუ:

  • პრობლემური აღმოჩნდა მხოლოდ კონკრეტული პროდუქტი ან მისი ნაწილი;


  • მომხმარებელი თანახმაა დანარჩენი შეკვეთის მიღებაზე.


4.2. ასეთ შემთხვევაში ბრუნდება მხოლოდ შესაბამისი პროდუქტის ღირებულება.


5. შემთხვევები, როდესაც თანხა არ ბრუნდება

5.1. თანხა არ ბრუნდება, თუ:

  • მომხმარებელმა პროდუქტი მიიღო და პრეტენზია 24 საათზე გვიან დააფიქსირა;


  • პროდუქტი დაზიანდა მომხმარებლის მხრიდან არასწორი შენახვის შედეგად;


  • მომხმარებლის გემოვნებითი შეფასება არ ემთხვევა პროდუქტის ბუნებრივ თვისებებს (მაგ.: „არ აღმოჩნდა საკმარისად ტკბილი“);


  • სეზონური ხილის ბუნებრივი ვიზუალური განსხვავებები არ მოქმედებს ხარისხზე;


  • პროდუქტის ნაწილი უკვე მოხმარებულია.


5.2. თანხა არ ბრუნდება ასევე, თუ:

  • პროდუქცია მიტანილია ადგილზე და მომხმარებელი უარს ამბობს მის ჩაბარებაზე გეგმების შეცვლის გამო.


6. მიწოდების მისამართის შეცდომა

6.1. თუ მიწოდება ვერ განხორციელდა მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის ან ადგილზე დადასტურებული არყოფნის გამო:

  • მიწოდების საფასური არ ბრუნდება;


  • განმეორებითი მიწოდება ხორციელდება მიწოდების დამატებითი საფასურით.


7. ხარისხის გარანტია

7.1. Dark Story უზრუნველყოფს:

  • ხელით შერჩეულ პროდუქციას;


  • ხარისხის მრავალსაფეხურიან შემოწმებას;


  • პრობლემური პროდუქტის ოპერატიულ ჩანაცვლებს.


7.2. კომპანიის ძირითადი პოლიტიკაა:

„ჯერ ჩანაცვლება, შემდეგ თანხის დაბრუნება.“